ჩინეთში, ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ სამი – დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ავრცელებს.

აფეთქება გასულ საღამოს კომპანია „Zhonggao Chemical“ ქარხანაში მოხდა, რომელიც ავტონომიურ რაიონში, შიდა მონღოლეთში მდებარეობს.

მედიის ცნობით, ხანძრის ლიკვიდირება უმოკლეს დროში მოხერხდა. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მომხდარის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები