აშშ-ს არმიის მაიორი: ალქაიდას უფროსი ლიდერი აბდულ ჰამიდ ალ-მატარი ლიკვიდირებულია

აშშ-ს არმიამ სირიაში უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად მოკლა ალ-ქაიდას უფროსი ლიდერი აბდულ ჰამიდ ალ-მატარი, – ამის შესახებ ინფორმაციას ”ალ-ჯაზირა”ავრცელებს.

„ალ-ქაიდას ლიდერის ლიკვიდიაცია შეაფერხებს ტერორისტული ორგანიზაციის უნარს, მოამზადოს და განახორციელოს გლობალური თავდასხმები, რომლებიც ემუქრებიან აშშ-ს მოქალაქეებს, ჩვენს პარტნიორებს და უდანაშაულო მოქალაქეებს“, – თქვა აშშ-ის არმიის მაიორმა ჯონ რიგსბიმ წერილობით განცხადებაში.

მისი თქმით, თავდასხმას სხვა ცნობილი მსხვერპლი არ მოჰყოლია და დასძინა, რომ იგი განხორციელდა MQ-9 თვითმფრინავის გამოყენებით.

„ალ-ქაიდა აგრძელებს საფრთხეს ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის. ალ-ქაიდა იყენებს სირიას, როგორც უსაფრთხო თავშესაფარს აღმშენებლობის, გარე პარტნიორებთან კოორდინაციისა და გარე ოპერაციების დასაგეგმად “,-განაცხადა რიგსბიმ.

რიგსბის არ უთქვამს, განხორციელდა თუ არა იერიში აშშ -ის უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის საპასუხოდ. მას ასევე არ უთქვამს სირიის რომელ უბანზე განხორციელდა დარტყმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები