ალეკ ბოლდუინი ჰალინა ჰატჩინსის გარდაცვალების შესახებ: სიტყვები არ მყოფნის, რათა ჩემი შოკი და მწუხარება გადმოვცე – გულგატეხილი ვარ
სიტყვები არ მყოფნის, რათა ჩემი შოკი და მწუხარება გადმოვცე ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელმაც ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა, – ასე ეხმაურება ალეკ ბოლდუინი ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას.
„სიტყვები არ მყოფნის, რათა ჩემი შოკი და მწუხარება გადმოვცე ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელმაც ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა. ჰალინა ჰატჩინსი მეუღლე, დედა და ღრმად დაფასებული კოლეგა იყო. სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან იმის დასადგენად, თუ როგორ მოხდა ეს ტრაგედია. კონტაქტზე ვარ მის მეუღლესთან და ჩემს მხარდაჭერას ვთავაზობ მას და მის ოჯახს. გულგატეხილი ვარ“, – ნათქვამია ალეკ ბოლდუინის განცხადებაში.
ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო იარაღით ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი მოკლა. დაჭრილია ასევე ფილმის რეჟისორი ჯოელ სოუსი. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევა ნიუ-მექსიკოს შტატში, ქალაქ სანტა-ფესთან მოხდა. ფილმის გადამღები კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ინციდენტი იმ სცენის გადაღების დროს მოხდა, როდესაც ბოლდუინს ცარიელი ვაზნებით უნდა ესროლა. იარაღი სარეკვიზიტო ნივთი იყო.
Santa Fe County sheriff’s deputies are investigating the fatal shooting on the set of Alec Baldwin's film "Rust" in New Mexico. "We’re trying to determine right now how and what type of projectile was used in the firearm," said a sheriff spokesman. https://t.co/iznLqxDdDA pic.twitter.com/bLRs4VX7q6
— The New York Times (@nytimes) October 22, 2021