შარლ მიშელი – ანგელა მერკელს: ევროპელი ლიდერები თქვენ გარეშე იგივეა, რაც რომი ვატიკანის, პარიზი კი ეიფელის კოშკის გარეშე

ევროპის ქვეყნების ლიდერებმა ევროკავშირის სამიტზე გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ემოციური გაცილება მოუწყეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ანგელა მერკელის გარეშე ევროპელი ლიდერების შეკრება იგივეა, რაც „რომი ვატიკანის გარეშე და პარიზი ეიფელის კოშკის გარეშე”.

“თქვენ ხართ ჩვენი ევროპული პროექტის კომპასი და მანათობელი შუქურა“, – აღნიშნა მიშელმა.

სიტყვა წარმოთქვა ბელგიის პრემიერმა, ალექსანდრე დე კრომაც.

„მან 16 წლის განმავლობაში მართლაც დატოვა თავისი კვალი ევროპაში, დაგვეხმარა 27-ვე ჩვენგანს რთულ მომენტებში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში,“ – აღნიშნა ალექსანდრე დე კრომ.

ავსტრიის კანცლერმა, ალექსანდრე შალენბერგმა განაცხადა, რომ ევროპული პოლიტიკის პროფესიონალის წასვლა დიდ სიცარიელეს დატოვებს.

„ის, შეიძლება ითქვას, სიმშვიდის თავშესაფარი იყო ევროკავშირში. ის უდავოდ დიდი ევროპელია,“ – აღნიშნა შალენბერგმა.

შეგახსენებთ, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი მიმდინარეობს, რომელიც ანგელა მერკელისთვის, როგორც გერმანიის კანცლერისთვის, 117-ე და ბოლო სამიტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები