ჯანმო: სეზონური გრიპისა და კორონავირუსისგან ერთდროული აცრა უსაფრთხოა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიოლოგიური და პანდემიური დაავადებების დეპარტამენტის დირექტორის, სილვი ბრიანის განცხადებით, სეზონური გრიპისა და კოვიდ 19-ისგან ერთდროული აცრა უსაფრთხოა.

ამის შესახებ მან ჯანმო-ს გადაცემაში – “მეცნიერება ხუთ წუთში” თქვა.

“უსაფრთხოა თუ არა გრიპის ვაქცინისა და COVID-19-ის ერთდროულად შეყვანა? დიახ, ჩვენ გვაქვს რამდენიმე კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ უსაფრთხოა ორივე ვაქცინის ერთდროულად გამოყენება”, – თქვა ბრიანმა.

ამავდროულად, მან მოუწოდა ადამიანებს ვაქცინების გამოყენების საკითხზე, კონსულტაცია წინასწარ მკურნალ ექიმთან გაიარონ.

ჯანმო-ს წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ სეზონური გრიპის და COVID-19-ის სიმპტომები მსგავსია, მათ შორის ცხელება, თავის და კუნთების ტკივილი, ასევე ხველა. თუმცა, კორონავირუსს აქვს სპეციფიკური ნიშნებიც, კერძოდ, ყნოსვის და გემოს დაკარგვა.

ბრიანის თქმით, ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, აწუხებთ დამატებითი სპეციფიკური სიმპტომები კორონავირუსის დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები