DW: ევროკავშირის 5 ქვეყანა სწრაფი რეაგირების ჯარების შექმნის ინიციატივით გამოვიდა

ევროკავშირის წევრი 5 სახელმწიფო ბლოკის შიგნით სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

ამის შესახებ DW წერს.

გერმანიის, ფინეთის, ნიდერლანდების, პორტუგალიისა და სლოვენიის ინიციატივა მიზნად ისახავს ევროკავშირის არსებული საბრძოლო ჯგუფების გაფართოებას, რომლებიც 1500-კაციან მრავალეროვნულ სამხედრო შენაერთებს წარმოადგენენ.

მოსალოდნელია, რომ ახალი ძალები, სავარაუდოდ, მოიცავს კოსმოსურ და კიბერ ძალებს, ასევე, სპეცრაზმსა და საჰაერო ტრანსპორტს.

როგორც ხუთი ქვეყნის წარმომადგენლები აცხადებენ,  ავღანეთში განვითარებულმა ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ ევროკავშირს უნდა შეეძლოს სწრაფი მოქმედება. ამისათვის საჭიროა ძალების ხელმისაწვდომობის, მზადყოფნის, განლაგების უნარისა და კომპეტენციის გაუმჯობესება.

მეტი მოქნილობის უზრუნველსაყოფად, ხუთი სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, იყოს გამოყენებული ევროკავშირის ხელშეკრულების 44-ე მუხლი, რომელიც აქამდე არასოდეს გამოყენებულა. ეს მუხლი წევრი ქვეყნების კოალიციებს უფლებას აძლევს, განახორციელონ უსაფრთხოების საქმიანობა სხვა არამონაწილე ქვეყნების ნებართვით.

გეგმა ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გამოიყენონ მეტი, რეგიონული თანამშრომლობის შეთანხმება. თუმცა, გეგმა არ შეიცავს რაიმე კონკრეტულ წინადადებას პირადი შემადგენლობის რაოდენობასთან დაკავშირებით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახმელეთო ძალები უნდა იყოს ბრიგადა, რომელშიც 5 ათასამდე ჯარისკაცი იქნება.

საბრძოლო ჯგუფის კონცეფცია ითვალისწინებს ორ ქვედანაყოფს რეზერვში, თითოეულში იქნება დაახლოებით 1500 ჯარისკაცი და სხვადასხვა წევრი ქვეყნების ძალები ექვს თვეში ერთხელ შეიცვლება.

აღნიშნულს ინიციატივას ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკვე გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საჭიროა ალიანსში მეტი ინვესტიციის ჩადება და არა – სტრუქტურების დუბლირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები