სტოლტენბერგი: ნატო-ში უკრაინის წევრობას ხელს რუსეთი ვერ შეუშლის

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთს ნატო-ში უკრაინის შესვლის არ უნდა შეეშინდეს, რადგან ეს თავდაცვითი კავშირია.

ამის შესახებ მან ბრისუელში ორდღიანი მინისტერიალის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნატო თავდაცვითი ალიანსია, ამიტომ, შფოთვა საჭირო არ არის. უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას მიიღებენ უკრაინა და ნატო-ს 30 წევრი ქვეყანა. არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს ჩარევის უფლება, რადგან უკრაინა არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო და აქვს უფლება, დამოუკიდებლად აირჩიოს თავისი განვითარების ტრაექტორია“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

აღნიშნული კომენტარით სტოლტენბერგმა პუტინის განცხადებას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ “აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი არსებითად უკრაინას ნატო-ს კარს უხსნის კიევში ჩასვლით”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები