”კორონავირუსის მეხუთე ტალღის პიკი, სავარაუდოდ, ნოემბრის შუა რიცხვებში იქნება” – ინფექციონისტი

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის მეხუთე ტალღის პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში იქნება.

“კოვიდთან დაკავშირებული პროგნოზები ყოველთვის რაღაც ვარაუდებს ეყრდნობა და ძალიან ხშირად საერთოდაც არ მართლდება ხოლმე. დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ნოემბრის შუა რიცხვები უნდა იყოს პიკი და კიდევ უფრო მაღალი რიცხვები შეიძლება, გვქონდეს, მუთ უმეტეს, როდესაც იწყება სიცივე, ადამიანები დახურულ სივრცეებში იყრიან თავს, გავრცელება მატულობს ხოლმე და ამიტომ, სამწუხაროდ, მოსალოდნელი იქნება მატება ნოემბერში ნოემბრის ბოლომდე,” – განაცხადა მაია ბუწაშვილმა “დღის კურიერის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები