რუსეთში მძიმე ვითარებაა – კორონავირუსს 1064 ადამიანი შეეწირა, ანტირეკორდია ინფიცირების სტატისტიკაშიც

რუსეთში კოვიდ19-ით ინფიცირებისა და მისგან გარდაცვალების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა.

ბოლო ერთ დღეში ვირუსს 1064 პაციენტი შეეწირა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი 228 453 ლეტალური შემთხვევა აღირიცხა.

გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მოსკოვში – 79 ადამიანი; სანკტ პეტერბურგში – 67; კრასნოდარის ოლქში – 40.

ასევე, ბოლო 24 საათში ანტირეკორდი დაფიქსირდა ინფიცირების ახალი შემთხვევების ნაწილში.

კერძოდ, ვირუსი კიდევ 37 141 მოქალაქეს დაუდასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე 8 168 305-ე შემთხვევაა.

აღინიშნება, რომ ზრდის მაჩვენებელი 0,46%-ით არის მომატებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები