ალეკ ბოლდუინი გამომძიებლებმა დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს

მსახიობი და რეჟისორი, ალეკ ბოლდუინი, რომლის მიერ გადასაღებ მოედანზე განხორციელებული გასროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დაიჭრა, გამომძიებლებმა დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, – ინფორმაციას Reuters-ი ახალი ამბების ვებგვერდ Deadline-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, სააგენტო „ფრანს-პრესს“ სანტა-ფეს შერიფის პრესსპიკერმა განუცხადა, რომ დაკითხვაზე ალეკ ბოლდუინი ნებაყოფლობით მივიდა.

„ის ნებაყოფლობით მოვიდა და გასაუბრების შემდეგ შენობა დატოვა“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

უბედური შემთხვევის მიზეზების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდის მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი  დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები