რიაზანის ოლქში, ქარხანაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

რიაზანის ოლქში, შილოვის რაიონში ქარხანა “ელასტიკში”, დენთის საწარმოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, 4 ადამიანის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ ჯანდაცვის უწყებაში დაადასტურეს.

საწარმოში ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. ამჟამად, ის ლიკვიდირებულია.

მომხდარის მიზეზად ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები