“ევროპელები, მათ შორის, ნატო-ელი ევროპელები ამერიკელების მხარდაჭერის გარეშე არც ისეთი ქმედითები არიან” – გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერამა თქვა, რომ “ავღანეთიდან საევაკუაციო მისიამ აჩვენა, რომ ევროპელები, მათ შორის, ნატო-ს წევრი, ევროპის ქვეყნები არც ისეთი ქმედითები არიან აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე”.

ამის შესახებ მან რადიო Deutschlandfunk-თან ინტერვიუში თქვა.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ გააუმჯობესონ ევროკავშირის თავდაცვითი სტრუქტურები, პირველ ყოვლისა, თავდაცვითი პროცესები.

“საუბარი იმდენად არ არის დამოუკიდებელი ევროპული სტრუქტურების შექმნაზე, რამდენადაც იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ უკეთესად ის, რაც გვაქვს. ეს არის მაგალითად, “ევროპული საბრძოლო ჯგუფები”. ჩვენ შეგვიძლია რეგიონული ლიდერობა და სწრაფ პროცესებზე პასუხისმგებლობის აღება. გვინდა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და მთავრობებმა მიიღონ გადაწყვეტილება და განსაზღვრონ სახელმწიფოთა ჯგუფი, რომლებიც ამ ინიციატივას აიღებენ ხელში. ეს პრაქტიკული წინადადებებია, რომლებიც ახლა შეგვაქვს და ვიმედოვნებთ, დებატებში აისახება. ჩვენთვის, გერმანიისთვის მნიშვნელოვანია, არასდროს ჩავანაცვლოთ ნატო, მაგრამ ნატო-სთვის დანამატი შეიძლება იყოს და საკითხი იმაშია, როგორ ვაძლიერებთ ევროპელებს ნატო-ში”, – თქვა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები