რიაზანის ოლქში, ქარხანაში ხანძარია – არის მსხვერპლი

რიაზანის ოლქის, შილოვის რაიონში, ქარხანა “ელასტიკში”, დენთის საწარმოში ხანძარია.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, სამი ადამიანია დაღუპული, ერთი – დაშავებული. ევაკუირებულია 12 თანამშრომელი.

წინასწარი ვერსიით, მომხდარის მიზეზი ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა გახდა.

ხანძარი ჯერ ლოკალიზებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები