კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე 650 ადამიანია დაკავებული
აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილის, მერიკ გარლანდის თქმით, კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე 650 ადამიანია დაკავებული.
ამის შესახებ მან კონგრესის წარმომადგენელთა პალატის პროფილურ კომიტეტში თქვა.
ამასთან, მერიკ გარლანდს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ბრალდებებით არიან დაკავებულები, თუმცა, თქვა ისიც, რომ გამოძიება გრძელდება.
6 იანვარს დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმთან შეიკრიბნენ, სადაც არჩევნების შედეგი უნდა დაემტკიცებინათ. შეკრებილები შენობაში შეიჭრნენ და შენობის ნაწილი დაიკავეს. არეულობა პროვოცირებული იყო ტრამპის კომენტარებით, რომელიც, რამდენიმე საათით ადრე, მან მიტინგზე გააჟღერა. შტურმის გამო, კაპიტოლიუმის შენობის ევაკუაცია მოხდა, ასევე, კონგრესის ერთობლივი სესია შეჩერდა.
მომხდარის შედეგად, 15 პოლიციელი იყო ჰოსპიტალიზებული, 50-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაშავდა. 5 ადამიანი დაიღუპა ადგილზე ან შემდგომ, მათ შორის ერთი ძალოვანია.