პედაგოგები, რომლებმაც მასწავლებლის გამოცდაზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, აქციას გამართავენ
დღეს მთავრობის კანცელარიასთან პედაგოგები, რომლებმაც მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, საპროტესტო აქციას გამართავენ.
პედაგოგები პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
ცნობისთვის, მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე გასული 5 340 მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლიდან 2 886-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა.