ბაიდენი: ვერცერთი დიდი სახელმწიფო, მათ შორის, ჩინეთი და რუსეთი სამხედრო სიძლიერით ვერ გვაჯობებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვერცერთი დიდი სახელმწიფო, მათ შორის, არც რუსეთი და ჩინეთი სამხედრო სიძლიერით შეერთებულ შტატებს ვერ აჯობებენ.

ამის შესახებ ბაიდენმა CNN-ზე ამომრჩევლებთან საუბრისას თქვა.

„ჩინეთმა, რუსეთმა და დანარჩენმა მსოფლიომ იცის: ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები მსოფლიო ისტორიაში. არ ინერვიულოთ, რომ სხვა ქვეყნები შეძლებენ ჩვენი სიძლიერის გადალახვას“, – თქვა ბაიდენმა.

მისი თქმით, სანერვიულოა პეკინის და მოსკოვის იმ ქმედებებზე, რომლებიც მათ “აიძულებს, დაუშვან სერიოზული შეცდომები”.

ამავე დროს, ბაიდენმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს ჩინეთთან ცივი ომი.

“მე ველაპარაკე სი ძინპინს იმაზე მეტჯერ, ვიდრე – ნებისმიერ სხვა მსოფლიო ლიდერს. შეიძლება, გაიგოთ: “ბაიდენს სურს ახალი ცივი ომის დაწყება ჩინეთთან. მე არ მინდა ცივი ომი ჩინეთთან,” – განმარტა თეთრი სახლის ლიდერმა.

ამასთან, ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები თავისი პოზიციიდან არ გადავა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, დაიცვას ტაივანი, თუ პეკინი სამხედრო ოპერაციას დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები