წერეთლის გამზირის N63-ში ასფალტის საფარი მოეწყო

დიდუბის რაიონის გამგეობამ აკაკი წერეთლის გამზირის N63-ის ეზოში მიწისქვეშა კომუნიკაციებთან ერთად ასფალტის საფარიც მოაწესრიგა.
პროექტის მიხედვით, ასფალტის საფარი 1460 კვ.მ ფართობზე, ხოლო ბორდიური 150 გრძივ მეტრზე მოეწყო.
აღნიშნულ ეზოში გამგეობამ წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია განახორციელა, რის შემდგომაც ოთხ სადარბაზოში 90 ოჯახს არსებული პრობლემა მოუგვარდა.
აკაკი წერეთლის გამზირის N63-ში განხორციელებული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 36 932 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები