იაგო ხვიჩია – მამუკა ხაზარაძეზე: ვერ წამომიდგენია, კაცს ნახევარი მილიარდი ჰქონდეს და მელიას მოადგილეობა უნდოდეს

“ვერ წამომიდგენია, კაცს ნახევარი მილიარდი ჰქონდეს და მელიას მოადგილეობა უნდოდეს”, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ჩრდილოვან კაბინეტში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ვიცემერად დაასახელა.

ხვიჩიას თქმითვე, ხაზარაძე, თავისი კარიერიდან გამომდინარე, ბევრად ამბიციური უნდა იყოს.

“ვერაფრით ვერ ვხსნი, ვერ წამომიდგენია, კაცს ნახევარი მილიარდი ჰქონდეს და მელიას მოადგილეობა უნდოდეს, ძალიან დიდი პატივისცემით მელიასთან, მაგრამ ეს ჩემნაირი ადამიანისთვის წარმოუდგენელია, გამიკვირდა. ჩემი აზრით, ბევრად ამბიციური უნდა იყოს ხაზარაძე მისი წარმატებული კარიერიდან გამომდინარე, რისთვისაც პოლიტიკამდე ხელი მოუკიდია. წარმატების სიმბოლოა ზოგადად და ამას ყოველთვის ვაფასებ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები