ეკატერინე ტიკარაძე: მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანას ამ ეტაპზე არ საჭიროებს.

„ზოგადად, ვეწინააღმდეგები პაციენტის ინფორმაციის გაცემას, რადგან ეს ეთიკის ნორმებს არ შეესაბამება. მას აქვს საკმაოდ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. ამ დროისთვის, ის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს, თუმცა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის მხრიდან უზრუნველყოფილია ყველა ის საჭირო ინსტრუმენტული კვლევა და მედიკამენტოზური დახმარება, რომელსაც პაციენტი ამ ეტაპისთვის საჭიროებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები