“ნებისმიერი ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთა პირდაპირ დარღვევაა, დანაშაულია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, კანონდარღვევასთან დაკავშირებით ნებისმიერი მოქალაქე გასამართლდება.
„საზღვრის უკანონო კვეთა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაული არ არის. ეს ნორმა ყველა ქვეყანაში მოქმედებს. შესაბამისად, ნებისმიერი ქვეყნისა და არამხოლოდ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთა პირდაპირ დარღვევაა დანაშაულია. ამისთვის ნებისმიერი მოქალაქე გასამართლდება და მნიშვნელობა არ აქვს, ის ყოფილი პოლიტიკოსია თუ ყოფილი პრეზიდენტი. ნებისმიერი პირის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული სასჯელი სასამართლო პროცესის შესაბამისად დადგინდება. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ მნიშვნელობა არ აქვს, საუბარია საქართველოს თუ სხვა ქვეყნის საზღვარზე – საზღვრის უკანონო კვეთა დანაშაულია. აბსურდია ნამდვილად ამაზე აპელირება, რომ ამის გამო ადამიანი შეიძლება, კანონდამრღვევად არ ჩაითვალოს“, – განაცხადა კუჭავამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.