აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2021 წლის 9 თვის ანგარიშს აქვეყნებს. ამის შესახებ “კვირას” აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს.

“2021 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 19 417 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ; 9 თვის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა დაასრულა 13 528 საქმე; აღნიშნულ პერიოდში დასრულებული საქმეებიდან, ნებაყოფლობით გადახდის 10 დღის ვადაში, გადახდა განხორციელდა 120 საქმეზე, ხოლო მორიგება დამტკიცდა – 2 798 შემთხვევაში.

სერვისზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე, გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად იზრდება მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეების რაოდენობა. გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა.

აპლიკანტს შეუძლია, მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები