თამთა მეგრელიშვილი: პოლიტიკურად ორი გვამი – 3%-იანი “ლელო” და 2%-იანი “დროა” კოალიციური თანამშრომლობის ფორმატში გაერთიანდნენ
“საოცრებაა პირდაპირ, ამ ბოლო დროს როგორ დარდობს გაპოლიტიკოსებული მამუკა ხაზარაძე უმუშევრობასა და ქვეყნის ეკონომიკაზე ან და როგორ ეფიქრება რუსეთის აგენტ ხოშტარიას საქართველო”, – ასე ეხმაურება საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი პარტია ,,ლელოს’’ და ორგანიზაცია ,,დროას’’ ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებას.
,,პოლიტიკურად ორი გვამი – 3%-იანი “ლელო” და 2%-იანი “დროა”, ქვეყნის 30-წლიანი ერთპარტიული მმართველობიდან გამოსაყვანად, კოალიციური თანამშრომლობის ფორმატში უკვე დოკუმენტურად გაერთიანდნენ. მანამდეც, ერთი პოლიტიკური ხელწერა ჰქონდათ, თავად ამბობს ხაზარაძე (ჩვენი მიზნები და ამოცანები ემთხვევა ერთმანეთსო), მაგრამ დოკუმენტურად სულ სხვაა… მოკლედ, ერთობლივ პირობას დებენ, რომ, ჯამურად, გაწიე გამოწიე, 5% ით ერთხელ და სამუდამოდ შექმნიან პროდასავლურ, კოალიციური მმართველობას. ეს ერთობა დიდი გარღვევა იქნება ეკონომიკაში, უმუშევრობის აღმოფხვრაში და სხვა პრობლემების გადაჭრაში. საოცრებაა პირდაპირ, ამ ბოლო დროს როგორ დარდობს გაპოლიტიკოსებული მამუკა ხაზარაძე უმუშევრობასა და ქვეყნის ეკონომიკაზე ან და როგორ ეფიქრება რუსეთის აგენტ ხოშტარიას საქართველოზე. დარდით არ არიან და ალბათ დღეს, ,,ვოდკა- პივით’’ აღნიშნავენ ერთობლივ პოლიტიკურ ნათლობას. ბოლო-ბოლო, გარდამტეხი დოკუმენტიაო ამტკიცებენ და დალევის გარეშე ეს ამბავი არ ჩაივლის – პოლიტიკურად ჩავლილებისა იყოს!’’, – წერს მეგრელიშვილი facebook-ზე.