თბილისის საქალაქო სასამართლომ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ სამ პირს: ბექა ლატარიას, ბიძინა ხასიასა და ლევან რაჯაევს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
როგორც სასამართლო სხდომაზე ადვოკატები ამბობდნენ, ლატარიას არარსებული დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ, რის გამოც მასზე ფიზიკურად იძალადეს.
რაც შეეხება დანაშაულის დაფარვასა და წინაამღდეგობის გაწევაში ბრალდებულებს, როგორც ბიძინა ხასიას ადვოკატმა – მურმან ღურწკაიამ განაცხადა, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები და მის დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ უნდა შეეფარდოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, სამი პირი 19 ოქტომბერს დააკავეს.