ირაკლი ღარიბაშვილი: მე მინდა, გამოვეხმაურო ერთ-ერთი ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი და ბინძური პოლიტიკის გამტარებელი გვარამიას შეტევას მეუფე შიოს და ეკლესიის წინააღმდეგ, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ ებრძვიან სახელმწიფოს და მთავარ ფუნდამენტს, ეკლესიას
“მე მინდა, გამოვეხმაურო ერთ-ერთი ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი და ბინძური პოლიტიკის გამტარებელი გვარამიას შეტევას მეუფე შიოს და ეკლესიის წინააღმდეგ, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ ებრძვიან სახელმწიფოს და მთავარ ფუნდამენტს, ეკლესიას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ოზურგეთში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მოსახლეობა მარტივი არჩევანის წინაშე დგას, ერთ მხარეს არის ხალხის სამსახურში მყოფი „ქართული ოცნება” და მეორე მხარეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ხალხის მჩაგვრელი, მწამებელი და ეკლესიის მტერი გვარამია-სააკაშვილ-მელიას კრიმინალური ბანდა, რომელიც 30 ოქტომბერს დასრულდება და ქვეყანა მშვიდობიან განვითარებას გააგრძელებს “ჩვენ პერმანენტულ რეჟიმში ვხედავთ თავდასხმას ეკლესიაზე, მეუფეებზე, მღვდელმთავრებზე-ეკლესიის წარმომადგენლებზე.
მე მინდა, გამოვეხმაურო ერთ-ერთი ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი და ბინძური პოლიტიკის გამტარებელ გვარამიას შეტევას მეუფე შიოს წინააღმდეგ და არამხოლოდ მეუფე შიოს, მთელი ეკლესიის წინააღმდეგ. ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ ებრძვიან ისინი სახელმწიფოს, ეკლესიას- მთავარ ფუნდამენტს. ჩვენი მოსახლეობის წინაშე დღეს ძალიან მარტივი არჩევანია.
ერთ მხარეს არის ხალხის სამსახურში მყოფი „ქართული ოცნება”, რომელმაც უკვე სამჯერ მიიღო ხალხის მანდატი და მეორე მხარეს არის ეს ანტისახელმწიფოებრივი, ხალხის მჩაგვრელი, მწამებელი და ეკლესიის მტერი გვარამია-სააკაშვილ-მელიას კრიმინალური ბანდა, რომელიც 30 ოქტომბერს დასრულდება და ქვეყანა მშვიდობიან განვითარებას გააგრძელებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.