“გარანტიას გაძლევთ, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მალე გვექნება საშუალება, რომ შესაბამისმა უწყებებმა ყველა კითხვას უპასუხონ”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ “ლელოს” ლიდერის, დეპუტატ მამუკა ხაზარაძის კითხვას – გავრცელებული ფარული ჩანაწერების საკითხზე პარლამენტში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები რატომ არ არიან დაბარებულნი.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საუბარი არის „კრებსებზე“, თხრობითი ფორმით არის ტექსტი წარმოდგენილი. თვითონ ახსენით, ხომ?! სხვა სახელმწიფო შეიძლება გვისმენდესო, თუ ვინ შეიძლება გვისმენდეს. კანონიერად შეიძლება, გვისმენდეს თუ უკანონოდ, ჩვენ აქ ვერ დავადგენთ ამას. სულ მცირე, რაღაც ეტაპზე თუ მაინც არ მივიდა გამოძიება, რომლის საფუძველზეც ყველა კითხვას, რაც გვექნება, გაეცემა პასუხი აქ. გარანტიას გაძლევთ, ამის საშუალება გვექნება მალე, რომ ყველა კითხვა, რაც გაგაჩნიათ დაისვას და შესაბამისმა უწყებებმა გაგცეთ პასუხი“, – განაცხადა კუჭავამ.