მკვლელობა კახეთში – კაცმა ცოლ-ქმარს ესროლა

კახეთში, სოფელ გურჯაანში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცმა სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით ცოლ-ქმარს, გურამ და მერი ზარდიაშვილებს დაზიანებები მიაყენა.

ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეუღლე გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსშია“ გადაყვანილი.

მეზობლების თქმით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი ორ ოჯახს შორის წლების წინ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დაწყებული კონფლიქტია.

შემთხვევის ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები