აშშ-ში, ვირჯინიის შტატში რქაწითელის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

ვირჯინიის შტატში მოქმედმა მეღვინეობამ – Horton Vineyards რქაწითელის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა, რომელზეც წარმოდგენილი იყო რქაწითელის ყურძნის ჯიშისგან აშშ-სა და საქართველოში დამზადებული ღვინოები.

აშშ-ში საქართველოს საელჩოს ცნობით, ქართული ყურძნის ჯიში რქაწითელი პოპულარობას იხვეჭს ამერიკელ მეღვინეებს შორის.

“ვირჯინიაში მდებარე მეღვინეობა – Horton Vineyards – არის ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამერიკაში რქაწითელის ყურძნისგან ღვინოს აწარმოებს. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო რქაწითელის ღვინოები ამერიკული მეღვინეობებიდან: Horton Vineyards, Blenheim Winery, Stinson Vineyards and Dr. Konstantin Frank Winery.

დესპანმა, გიორგი ციკოლიამ მადლობა გადაუხადა Horton Vineyards- ს რქაწითელის ღვინის პოპულარიზაციისათვის და აღნიშნა, რომ ამერიკული მეღვინეობების მიერ რქაწითელის ჯიშისგან ღვინის დაწურვა საქართველო-ამერიკის მეგობრობის სიმბოლო და ქართული ღვინოების მზარდი პოპულარიზაციის კარგი საშუალებაა. დესპნამა ასევე აღნიშნა, რომ ქართული ღვინის ექსპორტი შეერთებულ შტატებში წელს რეკორდულად მაღალია და, პროგნოზების მიხედვით, წლის ბოლოს 1 მილიონ ბოთლს შეადგენს, რაც ინდუსტრიის შეფასებებს და მოლოდინებს გადააჭარბებს. საელჩოს სახელით ჰორტონის მეღვინეობას საჩუქრად ქვევრი გადაეცა, რომელიც საქართველო-აშშ-ის მეგობრობის ნიშნად ჰორტონის მეღვინეობაში განთავსდება.

ღვინის ექსპერტმა Marqwine Energy– დან ჯული პეტერსონმა ქართველი მეღვინეების რქაწითელის ღვინოები წარადგინა, ბურჯანაძე შანიძის ღვინის მარანი, დე’ვინო, შატო ქუმსიშვილი , ქიზიყური ტრადიციული და ისაუბრა აშშ – ში ქართული ღვინის ექსპორტის უპრეცედენტო გაფართოებაზე.

განსაკუთრებული მადლობა Horton Vineyards– ს ღონისძიების მასპინძლობისათვის!”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები