ნინო წილოსანი: EBRD -ის კვლევა აჩვენებს, რომ ქართული ჩაი ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტია და თუ მწვანე ჩაის და უფრო მაღალი ჩაის წარმოებაზე გაკეთდება აქცენტები, სექტორს ინვერტირების პოტენციალი გაეზრდება

აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული მეჩაიეობის დარგის პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაკვეთით განხორციელებული კვლევა აჩვენებს, რომ ქართული ჩაი მაღალი ხარისხის პროდუქტია.

წილოსანის თქმის, თუ მწვანე ჩაის და უფრო მაღალი ჩაის წარმოებაზე გაკეთდება აქცენტები, სექტორს ინვერტირების პოტენციალი გაეზრდება.

“საქართველოში მეჩაიეობასთან დაკავშირებით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ მომზადებული ანგარიში განიხილეს აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული მეჩაიეობის დარგის პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე. სამუშაო ჯგუფის წევრებმა ანგარიშიდან გამომდინარე სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელეს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა აღნიშნა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაკვეთით განხორციელებული კვლევა აჩვენებს, რომ ქართული ჩაი ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტია და თუ მწვანე ჩაის და უფრო მაღალი ჩაის წარმოებაზე გაკეთდება აქცენტები, სექტორს ინვერტირების პოტენციალი გაეზრდება. მეჩაიეობის დარგის განვითარებაზე მსჯელობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რომელსაც პარლამენტის წევრი, ხატია წილოსანი უხელმძღვანელებს, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები