რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა
რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსი 34 325 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში უკვე მეხუთე დღეა, ყოველდღიური ანტირეკორდი ფიქსირდება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში დაავადება 8 027 012 პირს დაუდასტურდა.
ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 998 პაციენტი შეეწირა, ჯამურად, 224 310 ლეტალური შემთხვევაა.
მოსკოვში, სადაც ინფიცირების 6 823 შემთხვევაა გამოვლენილი, კორონავირუსზე სწრაფი ტესტის 30 ახალი პუნქტი გახსნეს. ამიერიდან, ქალაქში 50 პუნქტი იმუშავებს.