ეკატერინე ტიკარაძე: სააკაშვილის პირადი ექიმის თხოვნით, კონსილიუმი დღეს შეიკრიბება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმ ნიკოლოზ ყიფშიძის თხოვნით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმი დღეს შეიკრიბება.
“მე არ ვარ ჩართული პაციენტის მდგომარეობის განხილვაზე, ვინაიდან ამის უფლებამოსილება არ გამაჩნია. კონსილიუმი მსჯელობდა, მათთან გასაუბრების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, რაიმე სახის რისკები არ შეინიშნებოდა. თუმცა, მისი პირადი ექიმის თხოვნით, კონსილიუმი დღეს შეიკრიბება და შესაბამისად იმოქმედებენ”, – აღნიშნა მინისტრმა.