“რუსულ მაფიასთან” კავშირის ბრალდებით, საფრანგეთში ქართველები დააკავეს
საფრანგეთში დააკავეს ქართველები, რომლებსაც, პოლიციის ინფორმაციით, კავშირი აქვთ „რუსულენოვან მაფიასთან“.
საფრანგეთის ჟანდარმერიის თანახმად, ქალაქ ამიენის პოლიციისა და დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა აღკვეთეს ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სტრუქტურის საქმიანობა.
როგორც ადგილობრივი მედია ჟანდარმერიაზე დაყრდნობით წერს, „რუსულენოვან მაფიასთან“ კავშირის მქონე, სომხების და ქართველების ჯგუფები უკანონოდ ვაჭრობდნენ სიგარეტით და მოპარულ ავტომანქანებს ყიდდნენ.
საფრანგეთის პოლიციის თანახმად, დაკავებულია 37 პირი და განხორციელდა ჩხრეკა 61 ლოკაციაზე.