სავაჭრო პალატის ორგანიზებით, საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება

სავაჭრო პალატის ორგანიზებით, საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომელზეც სლოვაკეთის ბიზნესდელეგაციას წარმოადგენენ მსხვილი სლოვაკური კომპანიები ენერგეტიკის, ტურიზმის (სათხილამურო კურორტები), ტელეკომუნიკაციების, საკვები პროდუქციის, სამედიცინო და ნანო ტექნოლოგიების სექტორებიდან.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, სლოვაკური და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შორის ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები გაიმართება.

ღონისძიება სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივან კორკოკის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები