კახა კუჭავა – ვეტერანებს: ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია და უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით ახალი თაობებისთვის, კარგად ესმოდეთ ის თავგანწირვა, რაც თითოეულმა თქვენგანმა ტერიტორიული მთლიანობისთვის გაიღეთ

“ჩემთვის დიდი პატივია წარვდგე ვეტერანების წინაშე, რომლებიც თავისი სიცოცხლის ფასად, თავგანწირვითა და პატრიოტიზმით აკეთებდნენ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კუჭავამ ვეტერანებს ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

“ჩემთვის დიდი პატივია წარვდგე ვეტერანების წინაშე, რომლებიც თავისი სიცოცხლის ფასად, თავგანწირვითა და პატრიოტიზმით აკეთებდნენ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის, გამთლიანებისთვის, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მშვიდობის დაცვის მისიებში ნამდვილად თავგანწირული მონაწილეობისა და ჩვენი ქვეყნის სახელის გათქმისთვის, რაც თქვენ გამოავლინეთ. მადლობა მინდა ვუთხრა თქვენს ოჯახებს იმ დიდი განსაცდელისთვის, რაც მათ გაიარეს, როდესაც თქვენ მათთან არ იყავით. მე თვითონ წარმოვადგენ ოჯახს, სადაც მამა ვეტერანია და ძალიან კარგად მესმის, რა არის ის უმძიმესი წუთები განშორებისა და მოლოდინის, თუ როდის დაბრუნდება ოჯახის წევრი თავის მოვალეობის შესრულებიდან, რომელსაც იქ ქვეყნისა და ოჯახის წინაშე ასრულებს. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ქედი არ მოვიხაროთ იმ გმირების წინაშე, რომლებიც დღეს ჩვენთან აღარ არიან. 20%-ი ტერიტორიებისა ჯერ კიდევ ოკუპირებულია და უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით ახალი თაობებისთვის, კარგად ესმოდეთ ის ღვაწლი, ის თავგანწირვა, რაც თითოეულმა თქვენგანმა გაიღეთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა თუ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები