ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის „მასტერსის“ ფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის „მასტერსის“ ფინალში გავიდა.
ბასილაშვილმა ნახევარფინალში ამერიკელი ჩოგბურთელი ტეილორ ფრიტსი 2 სეტში, ანგარიშით: 7:6, 6:3 დაამარცხა. ფინალში მისი მეტოქე დიდი ბრიტანელი კამერონ ნორი იქნება.
აქამდე ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს როტერდამში დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება დიდ ბრიტანელს დარჩა. ფინალური შეხვედრა დღეს გაიმართება.