რა შემთხვევაში მოუწევთ სკოლებს კვლავ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა – თამარ გაბუნიას განმარტება

“ჩვენთვის მაქსიმალურად მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი აკადემიურ გარემოში შევინარჩუნოთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირობა დაიცვან სკოლებმა, რისი გამოცდილებაც უკვე აქვთ. უნდა გამოიყენონ ლოკალური ღონისძიებები – შესაძლოა, კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე და არაა აუცილებელი, ამ რეჟიმში სკოლა მოექცეს. ჯერჯერობით, ამის მართვა ხერხდება და ეს რეჟიმი მომავალშიც გაამართლებს, მაგრამ მთავარი წინაპირობა, რომ სკოლები გახსნილ მდგომარეობაში შევინარჩუნოთ, ამის წინაპირობა ისევ და ისევ ვაქცინაციის უზრუნველყოფაა.

ყველა თანამშრომელს, რომელიც აკადემიურ გარემოშია დასაქმებული, შეგვიძლია, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ვაქცინაციაზე, განსაკუთრებით მათ – ვისაც გადაწყვეტილების მიღება უჭირთ, მაგრამ მაინც განწყობილნი არიან, რომ აიცრან. ამასთან, ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ ვაქცინაცია ადგილზე, მობილური ბრიგადების დახმარებით იმისთვის, რომ სკოლაში რაც შეიძლება მეტი პერსონალი აიცრას“, – განაცხადა გაბუნიამ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები