ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს

ზუგდიდში ყოფილი პატიმრების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაუშვებელია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რადგან მათი ახლობლები ყოფილი ხელისუფლების მმართველობის მსხვერპლები არიან.

პატიმრების ახლობლების თქმით, ამდენი წლის ლოდინის შემდეგ, სამართლიანობა აღდგა და სჯერათ, რომ სააკაშვილს ქართული მართლმსაჯულება შესაბამისად დასჯის.

“ჩემი შვილი ჰყავდათ ზეწოლის ქვეშ იმ მთავრობის პერიოდში. სამჯერ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა, ამის დამადასტურებელი საბუთებიც გამაჩნია. ჰქონდა ხერხემლის ძვლის გამრუდება. ყოველ წუთს ველოდებოდი ტელეფონის ზარს, რომ დამირეკავდა და ჩემი შვილის სიკვდილს მეტყოდნენ ალბათ-მეთქი, იმხელა ზეწოლის ქვეშ ჰყავდათ. თუ სააკაშვილს ეკუთვნის თავისუფლება, რატომ ჩვენს შვილებს არ ეკუთვნით,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ცნობისთვის, გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ექპსრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები