ავთანდილ თალაკვაძე არჩევნების მეორე ტურის წინ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს და მათ პრობლემებს პირადად ისმენს

“ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა – ავთანდილ თალაკვაძემ, კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

„ოზურგეთის სოფლებში, იმ უბნებში შევხვდით მოქალაქეებს, სადაც საბაზისო პრობლემებია მოსაგვარებელი. უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმა სწორად არის შედგენილი: წყლით მომარაგების საკითხი; შიდა გზების მოწესრიგება; ტრანსპორტი; სკვერები და ელემენტარული სპორტული ინფრასტრუქტურა. სხვა საკითხებთან ერთად, ამ მიმართულებით შევუდგებით მუშაობას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები