“აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69 %” – განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69%-ია აცრილი.

“ამ ეტაპისთვის, აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69%. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანმრთელობა, სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნა.

სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები