ბოლო ერთ კვირაში, საქართველოში 108 სკოლა და 687 ცალკეული კლასი გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და 687 ცალკეული კლასი.

რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,6%-ს.

კვლავ გრძელდება ვაქცინაცია. ამ ეტაპისთვის, აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69%.

სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციაში.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის საჭირო რესურსების მარაგით, მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები