ალექსანდრე დარახველიძე: გიგი უგულავამ თუ კარანტინის წესი დაარღვია, ამისთვის აუცილებლად დაჯარიმდება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ თუ გიგი უგულავამ კარანტინის წესი დაარღვია, ამისთვის დაჯარიმდება. ამის შესახებ ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„თუ გიგი უგულავამ კარანტინის წესი დაარღვია, ამისთვის აუცილებლად დაჯარიმდება“, – განცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

გიგი უგულავა, რომელსაც 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოვიდა.

„არ შემეძლო, დღეს აქ არ მოვსულიყავი, მადლობა ექიმებს, რომ მომცეს ამის საშუალება“, – განაცხადა გიგი უგულავამ აქციაზე.

მოგვიანებით, უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სიმპტომები აღარ აქვს, აღარც გადამდებია. მისივე თქმით, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, ყოფილიყო აქციაზე, ხალხთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები