13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი: 4 თვის განმავლობაში ბავშვები არ ყოფილან პაპასთან
13 წლის შვილიშვილის მიმართ სექსუალურ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 53 წლის ბაბუას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მისი ადვოკატი, ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ სასამართლოზე წარმოდგენილი ჩვენებები სიმართლეს არ შეესაბამება. ადვოკატისვე განცხადებით, დაკავებული ბრალდებებს უარყოფს.
“სასამართლომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც, სრულიად დაუსაბუთებელი მტკიცებულებებით, ადამიანი უმძიმესი ბრალდებებით გაუშვა წინასწარ პატიმრობაში.
საქმეზე გამომსვლელმა პროკურორმა ბრალდების ვერცერთ კითხვაზე, თუ რომელი მტკიცებულების საფუძველზე ითხოვს ამ ადამიანის პატიმრობაში მოქცევას, პასუხი ვერ გასცა.
4 თვის განმავლობაში ბავშვები არ ყოფილან პაპასთან. თუნდაც ამ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, არარეალურია მისი ჩვენება.
მამაკაცი აცხადებს, რომ მას და მის შვილიშვილებს შორის არის ქართულ ტრადიციებზე დამყარებული ურთიერთობა”, – ამბობს ადვოკატი.