ხელოვან ვეტერანთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება
მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისი მოლში ( დავით აღამაშენებლის ხეივანი მე-16 კმ) ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ხელოვან ვეტერანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანთა სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოფენა გაიხსნება 12:00 საათზე და 18:00 საათამდე გაგრძელდება. საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ”, რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.