სინოპტიკოსები საქართველოში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ – უახლოესი დღეების პროგნოზი

სინოპტიკოსები საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილი დღეები 17 ოქტომბრამდეა მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ +22, +27 გრადუსამდე დათბება.

თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები