ბაკურ ბაკურაძე: დღეს რომ სააკაშვილი თავის ციხეში იჯდეს, მე ვიქნებოდი პირველი ადამიანი, რომელიც მას დაიცავდა

სააკაშვილი ვერასდროს გახდება მერაბ კოსტავა, როგორც არ უნდა ეცადოს. მე ვურჩევ მას, მიიღოს საკვები. ის იმყოფება ევროპულ სტანდარტებთან ძალიან დაახლოებულ ციხეში ძალიან კომფორტულად, – ამის შესახებ რეჟისორმა ბაკურ ბაკურაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს შეუძლია ნახოს ოჯახის წევრები. შეუძლია შეხვდეს ადვოკატებს და იქიდან განცხადებები ავრცელოს.

„დღეს რომ სააკაშვილი თავის ციხეში იჯდეს, მე ვიქნებოდი პირველი ადამიანი, რომელიც მას დაიცავდა. დღეს სააკაშვილი ზის ყველაზე კარგად მოვლილ სისტემაში, სადაც გადასარევი მეთვალყურეობის ქვეშაა“, – განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ „იმედი LIVE“-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები