თავისუფლების მოედანზე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები შეიკრიბნენ

თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციაზე, “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეების ნაწილი ორბელიანისა და რესპუბლიკის მოედნებზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მათ თავისუფლების მოედანზე მსვლელობით გადაინაცვლეს.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები