კახა კუჭავა: აუცილებელია, არამხოლოდ მესამე პრეზიდენტის, არამედ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობაზე შესაბამისმა უწყებამ იზრუნოს
პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, შესაბამისმა უწყებებმა არამხოლოდ მესამე პრეზიდენტის, არამედ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა იზრუნონ.
მისივე თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დაინტერესებულ პირებს საქმეში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ.
„აუცილებელია, არამხოლოდ მესამე პრეზიდენტის, თითოეული პატიმრის ჯანმრთელობაზე შესაბამისმა უწყებამ იზრუნოს, პენიტენციური იქნება ეს თუ ჯანდაცვის სამინისტრო. თუ უფრო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელია ამა თუ იმ პატიმრის ჯანმრთელობა, ჩაერთოს ყველა ის ბერკეტი, დაინტერესებული მხარე, ვისაც ამის სურვილი აქვს, იქნება ეს სახალხო დამცველი, თუ დეპუტატები, მათ შეუძლიათ და ვიცი, რომ ეს ფორმატი შეიქმნა კიდეც და მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კუჭავამ.