პატრიარქი: გილოცავთ სვეტიცხოვლობას! სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველოს

გილოცავთ სვეტიცხოვლობას! სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველოს, – ასე ულოცავს სვეტიცხოვლობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მოსახლეობას.

პატრიარქის მილოცვა, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.

“გილოცავთ სვეტიცხოვლობას!
,,საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი. პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, მირიანი და ნანა არ ყოფილიყვნენ, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო მეოთხე საუკუნეში, ვინ ვიქნებოდით?!
ღმერთმა წყალობა მისცა, მართლაც, და ეს წყალობა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ. უნდა დავაფასოთ პიროვნება, პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში თქვენ მიაღწევთ დიდ წარმატებას…
სვეტიცხოვლობა არის უდიდესი დღესასწაული. შემთხვევით არ არის, რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღესაა.

მახსენდება წარსული წლები, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრი გაჭირვება უნახავს საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, მაგრამ საკვირველ არიან საქმენი შენი, უფალო! ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და მრავალი მწუხარება გარდაიქცა სიხარულად.  სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველოს!”, – წერია მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები