არასრულწლოვანის შესაძლო სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტზე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
არასრულწლოვანის შესაძლო სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტზე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, სააგენტო საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე მედიას თხოვნით მიმართავს, რომ ფაქტის გაშუქებისას გაითვალისწინოს ისეთი საკითხები, როგორიცაა პერსონალური ინფორმაცია, კონფიდენციალურობის საკითხები, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, რეტრავმატიზაციის საკითხი, რათა არასრულწლოვანს ზიანი არ მიადგეს.
“დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, არასრულწლოვანი პირის მიმართ, შესაძლო სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და უფლებების გათვალისწინებით, მათ შორის ბავშვის ოჯახის თხოვნით, სააგენტო საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე მედიას მიმართავს თხოვნით, გაშუქებისას გაითვალისწინოს ისეთი საკითხები როგორიცაა პერსონალური ინფორმაცია, კონფიდენციალურობის საკითხები, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, რეტრავმატიზაციის საკითხი, რათა არასრულწლოვანს არ მიადგეს ზიანი.
სააგენტო თავისი მანდატით ჩართულია და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს”, – ნათქვამია განცხადებაში.