მეუფე ნიკოლოზმა განმარტა, რატომ მოაწერა ხელი სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას

ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, თუ რატომ მოაწერა ხელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას.

მისი თქმით, საჭიროა ერთმანეთისთვის შენდობა.

“მე მოვაწერე პეტიციას ხელი. ყველა ადამიანმა თავის დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი, მაგრამ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, რომ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი, ბოლო 30 წლის განმავლობაში განსაკუთრებით და ისეთი დანაშაულებებია ჩადენილი, რომელსაც ვადა არ აქვს, ვადა არ გაუვა არასოდეს.

მე ასე ვფიქრობ, რომ ჩვენ, ერთმანეთის ბრალდებისა და მსჯავრის წაყენების ნაცვლად, ერთმანეთს ყველამ უნდა ვთხოვოთ შენდობა”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები