“ციფრული თაობა, ჩვენი თაობა” – არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნა

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებს გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა და საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საინფორმაციო შეხვედრის მთავარი თემები ნაადრევი ქორწინების რისკები, გენდერთან მიმართებით საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები და დისკრიმინაციის ფორმები იყო.
აღნიშნული საკითხები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად განიხილეს.
დისკუსიის შემდეგ, მოზარდებს ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეომასალა უჩვენეს.

„ციფრული თაობა, ჩვენი თაობა“ – წელს გოგონათა საერთაშორისო დღე ამ სლოგანით აღინიშნება და ციფრულ წიგნიერებაში გენდერული თანასწორობის მიღწევას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები